პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარიხუანასგან მიღებული ზიანი, შესაძლებელია სასარგებლოდ იქცეს.
„არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება და ამ მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება ზიანის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში. მედიკამენტების გაყიდვისგან შემოსული ფული უნდა მივმართოთ სწორედ რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, მასობრივი სპორტის განვითარებასა და განათლებაზე. ჩვენი პრინციპია, რომ ზიანი გადავაქციოთ სარგებლად საზოგადოებისთვის“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, კანონით მკაფიოდ დარეგულირდება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.
„ქვეყნისთვის მისაღები სარგებელი იქნება ძალიან დიდი. აქ საუბარია მხოლოდ მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე. არანაირ სხვა ბაზარზე აქ საუბარი არ არის და არ განიხილება ნედლი კანაფის გატანის საკითხი“- ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.