Pussy riot-ის აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც რუსული მედია წერს, უცაბედად მან მხედველობა დაკარგა და საუბრის უნარი შეეზღუდა.
მისი მეუღლე ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, რომელიც ასევე Pussy riot-ის წევრია, აცხადებს, რომ მისი ქმარი შესაძლოა განგებ მოწამლეს.
მისი თქმით, ვერზილოვი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ექიმები კი უარს ამბობენ კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, მოწამლეს თუ არა მისი მეუღე.
Pussy Riot-ის აქტივისტს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე შეჭრის გამო, ივლისში 15 დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.