არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე მოვდივარ როგორც ემიგრაციის შვილი – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”

სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მან ბავშვობიდან იცოდა სახელმნწიფო სამსახურში მუშაობის შესაძლებლობა, რომ მიეცემოდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არაფერს თამაშობს და მოდის ისეთი, როგორიც არის.

„მე იმიტომ გადავწყვიტე და იმიტომ შევიტანე ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტობაზე, რომ ბავშვობიდან მქონდა რაღაც გრძნობა ჩანერგილი, რომ როცა საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმ დროისთვის და ეს დრო უთუოდ მოვიდოდა, რაღაცნაირად მივიღებდი მონაწილეობას სახელმწიფო სამსახურში, რომლისთვისაც ისე თუ ასე ვემზადებოდი. როგორ იქნებოდა ეს მონაწილეობა ნამდვილად არ ვიცოდი და არასოდეს არ დამესიზმრებოდა, რომ ამ ფორმატში აქ, ასე ვიქნებოდი, მაგრამ ამ განზრახვამ მომიყვანა დღემდე, თქვენამდე და საპრეზიდენტო კარამდე.

მოვდივარ თქვენ წინაშე ისეთი, როგორიც ვარ, მე არაფერს სხვანაირს არ ვთამაშობ. მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით – ზოგჯერ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ნამეტანი მტკიცეა; ჩემი ხასიათით, ვის მოსწონს და ვის არა, ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით. ასევე ჩემი მომავლის ხედვით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მიფიქრია ამ 66 წლის მანძილზე, გამოვაკლოთ 2-3 წელი ბავშვობიდან, მიფიქრია იმაზე, თუ საქართველო როგორი უნდა გახდეს. ნაწილობრივ შესრულდა ეს – დემოკრატიული, ევროპული და დამოუკიდებელი არის, მაგრამ ბოლომდე არა, ისე რაზეც ვოცნებობდი და ძალიან ბევრი კიდევ შეიძლება ერთად გავაკეთოთ. მე მოვდივარ როგორც ემიგრაციის შვილი – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, აქვს იმიტომ, რომ ეს არის ის ემიგრაცია, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა და მისი ხელახლა აღდგენის იმედი არასდროს დაუკარგავს 300 წლის მანძილზე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....