საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, 2018 წლის 11 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავდა საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
“ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ასევე იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ორი მოქალაქის, მ.პ-სა და ქ.თ-ს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.