ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემისა და დარეგულირების პრობლემა არ შეიქმნება. ის ჯერ ვერ აკონკრეტებს, თუ რა შემოსავალი შეიძლება მოუტანოს საქართველოს მარიხუანის ექსპორტმა.
„შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება, როგორიც არის კანადა, ისრაელი და ა.შ. მათაც მიიღეს ანალოგიური კანონები და არ ვართ პირველები, არ ვიგონებთ რაღაცას. ეს უკვე გამოცდილია და გადმოვიღეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა.