ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეკლესია დიდი ხანი დუმდა, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას”

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გარკვეულმა პირებმა ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ – როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე

„სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ეს ადამიანები ფიქრობდნენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა ვხედავთ, იმ სამკუთხედს საერთოდ, სირიაში რა ხდება, კოლუმბიაში რა ხდება?! ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. გარეჯში ვიყავი, სანამ მონასტერში წავიდოდი, უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს? მოდით, შევხედოთ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე.

როდესაც შევალთ ნატო-ში და ევროკავშირში და ძლიერი დასაყრდენი გვეყოლება, მერე შეიძლება რაღაცეებზე იფიქრო ადამიანმა. დღეს, როდესაც ასე გაჭირვებული ხარ და მარტო სიტყვას შეგვაშველებენ, არავინ იფიქროს, რომ ჩვენს გამო დიდი ქვეყნები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ. როგორღაც უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არა ნარკოტიკებით. ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით, თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსეებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

 

იტვირთბა....