შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი.
“ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, შსს-მ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას ექსპორტს გულისხმობს.