ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილი, რომ არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილის მომგვრელია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე.

„ჩვენმა პარტნიორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის ძალიან მკაფიო. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან ნათლად ხედავს. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ საქართველოში ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს პერსონიფიცირებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში შევქმნათ ის ინსტიტუტები, რომელიც ჩვენ მიგვაღწევინებს საერთო მიზანს.

საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილის მომგვრელია. ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს გუშინ ღიად დააფიქსირა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით ქულებს მოუტანს. ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე“ – განაცხადა ბახტაძემ .

იტვირთბა....