ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან, ენა ამოვუწიე, კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა…”

სპეცოპერაციის დროს პანკისის ხეობაში მოკლულის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდის მამის, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის მარტოც, რომ დარჩეს, გააგრძელებს უვადო შიმშილობას.

“ჩვენი გეგმები არ შეცვლილა, რაც შეეხება ულტიმატუმს გუშინ ზაზას მიერ გაკეთებულ განცხადება ძალაში რჩება, მაგრამ ხელისუფლებისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა გარდა იმასა, რომ იმ დროს მოტანილი იმ საწვიმარის გაშლას, მოჰყვა დიდი დაპირისპირება, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, მაგრამ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ არ გამჟღავნდეს ეს დანაშაულებები. თუნდაც მარტო დავრჩე. ღმერთმა ქნას ზაზაც მალე დაბრუნდეს, სიმართლე გითხრათ კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი.

ჩემი შვილი ისე მოკლეს, ბრალიც არი იყო წაყენებული დღემდე გამოძიება გრძელდება, იმის გულისთვის რომ კიდევ გააფუჭონ რაც დარჩათ გასაფუჭებელი. მე თვითონ დამადანაშაულეს ტერორიზმში და  რამდენჯერ ვიყავი დაკითხვაზე სამჯერ, ოთხჯერ. ადამიანური ენით ამას ვერ გეტყვით ამის შემდეგ ყველა იმედი გადამეწურა, ეს არის საუკუნის დანაშაული…” – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან, პრევენციის მიზნით, ზაზა სარალიძე სასწრაფოს ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა კარვები არ გააშლევინეს. ამ დროს მოხდა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სარალიძეს შორის, რა დროსაც ეს უკანასკნელი შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაუყვანეს. პარლამენტის წინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მეორე დღეა აქციებს მართავენ. ისინი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ და შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების ჩხუბს სკოლის 2 მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა. დღემდე ერთ-ერთი მოკლულის მამა მკვლელების დასჯას მოითხოვს, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც, რომელმაც ერთი საერთო დასკვნის გამოტანა ვერ მოახერხა.

იტვირთბა....