ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან, პრევენციის მიზნით, ზაზა სარალიძე სასწრაფოს ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა კარვები არ გააშლევინეს. ამ დროს მოხდა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სარალიძეს შორის, რა დროსაც ეს უკანასკნელი შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაუყვანეს.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მეორე დღეა აქციებს მართავენ. ისინი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.

იტვირთბა....