“უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს. თუმცა, ახლა უვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, რომ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში. ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა. სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და ახლა სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, მალინას და სადღაც მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და ეს იქნება გათვლილი ქვეყნის მოგებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო გუნდს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მარიხუანას წარმოებული მედიკამენტები უცხოეთში ექსპორტზე გავა.