„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას არაფორმალურ მმართველობაზე საუბრისას თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრობლემაა, როცა ყოფილი პრემიერები პოლიტიკიდან ქრებიან.
გიგა ბოკერიას თქმით, მან არაფორმალურ მმართველობაზე დასმულ შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მოისმინა.
“არაფორმალური მმართველობა არის უმძიმესი პრობლემა რაც გვიდგას წინ. ის, რომ კონფერენციაზე მთავრობის თავმჯდომარეს ჭრიჭინით უჭირს პასუხის გაცემა არაფორმალურ მმართველობაზე დასმულ კითხვაზე, ბევრის მანიშნებელია. მაგალითად, შარშან ვინც აქ იყო ტრიბუნაზე, ის კაცი სად არის არავინ იცის, ის კაცი გაქრა. პრემიერ კვირიკაშვილის მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი, თუმცა ის, რომ შეიძლება ასე გაქრეს როგორც მისი წინამორბედი, ეს არის საქართველოს პრობლემა. ასე ქვეყანა წინ ვერ წავა, ჩიხში შევა” -განაცხადა გიგა ბოკერიამ.