40 წლამდე ვინც ხართ, არ გახსოვთ, რომ აცრილი ხართ, მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს ურჩია, რომ მიმართონ უბნის პოლიკლინიკებს და ვაქცინაცია ჩაიტარონ. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
“წითელაზე სპეციალური კამპანიური აცრები არის პერიოდულად. 40 წლის ზემოთ ვინ ვართ, ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში აცრილი ვართ და 40 წლამდე ვინც ხართ, თუ არ გახსოვთ, რომ აცრილი ხართ, ახლავე მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ. აცრა არის უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იყოთ დაცული “, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.