სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოსკოვის გამზირს სწორედ მაკკეინის სახელი უნდა ეტარებინა.
თუმცა, ნაწილი მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. მათ პერფომანსიც ჩაატარეს და ტატუნაშვილის ქუჩის აღმნიშვნელი აბრები დაკიდეს.
“მეტრონომმა” ჩაატარა გამოკითხვა თუ ვისი სახელი უნდა ეწოდოს მოსკოვის გამზირს. გამოკითხვაში მონაწილეობა 2636-მა ადამიანმა მიიღო.
აქედან, 62% (1620) ადამიანი თვლის, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი უნდა ეწოდოს. 22% (583) გამზირისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებას ემხრობა.
დარჩეს იგივე სახელი, ამას 16% (433) ემხრობა.