ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი არჩევანია” – ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აფასებს

ოპოზიცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ აფასებს და აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვების მხოლოდ ერთადერთი შანსი აქვს, თუ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდება.

„რაღაც უნიჭო თამაში, რომ თითქოს დამოუკიდებელ კანდიდატს ეძებდა ეს არის ძალიან არასერიოზული, მათ არ უნდოდათ ქართული ოცნების სახელით გამოსვლა, რადგან ეს არის გაკოტრებული პარტია. თუ არ მოხდა ტოტალური გაყალბება ამ კანდიდატის შანსი არის მინიმალური “- განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

როგორც, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა საგარეო ურთიერთობებში დამაზიანებელი იქნება, რადგან მისი განცხადებები სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ქალბატონი სალომეს არჩევა პრეზიდენტის პოსტზე საქართველოს საგარეო ურთიერთობებში უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის. ვინაიდან, მას რა პოზიციების უჭირავს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მართველმა პარტიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.

იტვირთბა....