ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში ნახატი წაშალეს, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა

გორის ცენტრში რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებელი ნახატი წაშალეს.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“გორელმა ახალგაზრდა მხატვარმა, 8 აგვისტოს, საბრძოლო მუზეუმის კედელზე დახატა ეს ნახატი წარწერით “საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ”,
დილით ჩავიარე და წაშლილი დამხვდა. ვერავინ იტყვის იერსახის დამახინჯების გამო წაშალესო, რადგან ის კედელი ისევ ისეთი დამახინჯებულია, უამრავი სარეკლამო ფურცელი, საარჩევნოპლაკატია, ოციოდე მეტრში კი სხვა კედელზე უამრავი უსახური წარწერაა!!!
ნახატი განზრახაა წაშლილი მისი შინაარსის გამო “,- წერენ სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

 

იტვირთბა....