ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილი ვითარება „ჰუმანიტარული კატასტროფაა”

როგორც ბახტაძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, ომამდე ცხინვალის რეგიონში 120 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ეს რიცხვი 20 000-ს შეადგენს, ხოლო აფხაზეთში 500 000-იანი მოსახლეობა 120 000-მდე შემცირდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკივნეული გამოწვევები. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებულია. იმას, რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ვერანაირ სხვა სახელს ვერ დავარქმევთ თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას. ცხინვალის რეგიონში ომამდე იყო 120 000-მდე ადამიანი, დღეს, სამწუხაროდ, ამ რეგიონში არ არის დარჩენილი 20 000 ადამიანზე მეტი, აქედან 7 000-ს შეადგენენ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეები. ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა.

აფხაზეთშიც, სამწუხაროდ, იგივე სიტუაცია გვაქვს. ომის პერიოდამდე მოსახლეობა შეადგენდა 500 000-ზე მეტს, დღეს კი ამ ტერიტორიაზე 120 000 ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა და განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობის რეალიზაციას ჩვენს საერთო სამშობლოში. თუმცა, ბუნებრივია, ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება და ჩვენ ვიცით, თქვენ მტკიცედ დგახართ ქართული დემოკრატიის გვერდით“, – მიმართა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....