ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი ოპოზიციას ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობს ლიდერი გია ვოლსკი  ოპოზიციას ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებით, მათი ოპონენტები ცდილობენ, რომ ევროპარლამენტს ისეთი რეზოლუცია მიაღებინონ, რომელიც საქართველოს არ წაადგება.

„მმართველმა პარტიამ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, არის რეალური ინფორმაციის წარდგენა ევროპელი კოლეგებისთვის. რაც უნდა გააკეთოს ევროპულმა საზოგადოებამ, უნდა გამოხშიროს მტყუანი და მართალი ამ ვითარებიდან, მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ჯერ უზნეო შეტევით მთავარ მომხსენებელზე და მერე შეტევით პრაქტიკულად იმ პრინციპებზე, რომლითაც საქართველოს აღიარებს ევროპული სივრცე, როგორც პარტნიორს, ძლიერ პარტნიორს და პერსპექტიულ ქვეყანას. ამ მიმართულებით აქვს შეტევა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქციის ლიდერმა, სერგეი სტანიშევმა, საქართველოს წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

იტვირთბა....