ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივმართავ მმართველ პარტიას, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით”

ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს. მისი თქმით, დროა მორჩნენ ამ საკმაოდ მდარე ხარისხით შესრულებულ სპექტაკლს, რაც არ ეკადრება ქვეყანას და დაასახელონ თავისი კანდიდატი.

“მათ სტრატეგია არ აქვთ, ხედავთ სტრატეგიის ნასახს ამ არჩევნებში? თუ უნდათ ვითომ სახელმწიფოს მშენებლობა გააგრძელონ, რომ კვლავ ვითომ დამოუკიდებელი, ვითომ პრეზიდენტი გვყავდეს, ეს არ არის სტრატეგია. ეს არის ცუდი საქმის კეთება. მივმართავ მმართველ პარტიას, ერთი დღე კიდევ დარჩათ, მორჩნენ ამ საკმაოდ მდარე ხარისხით შესრულებულ და ისეთ რამეს, რაც არ ეკადრება ქვეყანას – ეს სპექტაკლი. დაასახელონ თავისი კანდიდატი, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით. ერთი დღე კიდევ აქვთ დარჩენილი, გადადგან ნაბიჯი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....