ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ჰოლანდიამ გუშნ პერუსთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც 34 წლის სნეიდერისთვის გამოსათხოვარი თამაში იყო.
სნეიდერი 69-ე წუთზე შეცვალეს. სნეიდერმა ჰოლანდიელთა რიგებში 134 მატჩი (ეროვნული რეკორდი) ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.