ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

უგულავა: “გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც ზურაბიშვილზე კარგად საუბრობდა ქართულად”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში” განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი.

უგულავას თქმით, ზურაბიშვილის  მხარდაჭერა არ სურთ, როგორც “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს, ასევე მმართველ პარტიაში მყოფ პოლიტიკოსებსაც.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის, დაახლოებით 30%-ს სალომე ზურაბიშვილის დანახვა არ უნდა. შეიძლება ის არ არის კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ზურაბიშვილის დანახვა არ უნდათ. სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად, განცდა არ აქვს რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი და მთავარი, წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დადის ყველა ქვეყნის სხვა პრეზიდენტებთან და ამბობს, ჩემმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე დაიწყოო ომი. ჩემი, ბაქრაძის და მიშას ზიზღს არ უნდა გადააყოლო ამ ქვეყნის ფუნდამენტი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

იტვირთბა....