განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ბაკალავრიატის სტუდენტების დაფინანსებისთვის დაახლოებით 2.5 მლნ ლარი გამოიყო
მისი თქმით, მაგალითად, მაღალმთიანი რეგიონებიდან დაახლოებით 250 სტუდენტი დაფინანსდება შესაბამისი გრანტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 170, მათ შორის, სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 სტუდენტი.
“ბაკალავრიატში ჩარიცხვები დასრულდა. მთავრობის დადგენილებით, დაახლოებით 2.5 მლნ ლარი გამოიყო სოციალური პროგრამების ფარგლებში, ბაკალავრიატის სტუდენტების დაფინანსებისთვის. სტუდენტები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, მოხვდნენ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში, შესაბამისი მიმართულებების მიხედვით დაფინანსდებიან. მაგალითად, მაღალმთიანი რეგიონებიდან დაახლოებით 250 სტუდენტი დაფინანსდება შესაბამისი გრანტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 170, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 სტუდენტი. საკმაოდ დიდი ჩამონათვალია“ – განაცხადა ბატიაშვილმა.