ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალექსეი ტოკარევი: “მიყვარს საქართველო, პატრიარქთანაც მქონია აუდიენცია და მაინც ვნახავ ქართველ მეგობრებს”

ასე გამოიყურება თბილისის აეროპორტის კორიდორი, საიდანაც უნდა აფრინდე. შენს ზურგ უკან პოლიციელები დგანან, საზიზღარი განცდაა. მე დეპორტაცია გამიკეთეს საქართველოდან. ჩემი მეათე გამოსვლა ამ ქვეყანაში კრახით დასრულდა. მე არ მაქვს პრეტენზიები უშუალოდ პოლიციელების მიმართ. ისინი ჩემს მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ და ბოდიშიც კი მომიხადეს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, არაკონსტრუქციულია, – ამის შესახებ მედიაექსპერტმა ალექსეი ტოკარევმა სოციალურ ქსელში საქართველოდან გაძევების წინ, აეროპორტში დაწერა.

“მე საქართველოზე დისერტაცია მაქვს დაწერილი. საქართველოსთან დაკავშირებით ათობით კომენტარი მაქვს მიცემული და უამრავ ოფიციალური პირს შევხედრივარ. პირადი აუდიენციაც კი მქონდა პატრიარქთან. ბევრ კოლეგას კარგად ვიცნობ. ნაცნობები მყავს აკადემიურ წრეებში. ბოლოს და ბოლოს, მე მიყვარს საქართელო და ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებში, რომ ჩვენ შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს, რათა ჩემს მეგობრებს ჩემთან ჩამოსვლა იოლად შეეძლოთ. ბედი არ მაქვს. არ ვიცი რატომ არ შემიშვეს. მე მაქსიმალურად ლოიალური ვიყავი საქართველოს კანონმდებლობის მიმართ. ეგ კი არა, საავტომობილო ჯარიმებიც კი მაქვს გადახდილი. ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება საქართველოსადმი ჩემს დამოკიდებულებას არ შეცვლის და მაინც ვნახავ ჩემს ქართველ მეგობრებს და ვაჩუქებ რუსულ საჩუქრებს. თუმცა, ეს შემდეგ ჯერზე მოხდება. ახლა კი ძალიან ვწუხვარ. ნახვამდის საქართველო”, – აცხადებს ტოკარევი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის დაფინანსებული საერთაშორისო ფორუმის 3 მონაწილე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.

საქართველოში ჩამოსული იყო რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო  სააგენტოს “იტარტასის” სამხედრო კორესპონდენტი ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, გენადი ბოდრიუგოვი, და ალექსეი ტოკარევი.

იტვირთბა....