Apple დაადასტურა, რომ ბაზარზე გამოსული iPhone 8-ის ძალიან მცირე ნაწილი ბრაკი აღმოჩნდა და მზად არის, აღნიშნული ჭკვიანი ტელეფონები უფასოდ შეაკეთოს.
კომპანიამ შექმნა სერვისი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სერიული ნომრის მეშვეობით შეამოწმონ, არის თუ არა მათი ჭკვიანი ტელეფონი იმ მოდელებს შორის, რომლებსაც ნაკლი აღმოაჩნდათ.
მობილურებს, რომლებსაც დეფექტი აქვს, თვითნებურად გადატვირთვა ახასიათებთ და რეაქცია არ აქვთ ეკრანზე შეხებისას. დეფექტიანი მოწყობილობები 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მარტამდე შუალედში გაიყიდა აშშ-ში, ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ავსტრალიაში, ინდოეთში, იაპონიაში, მაკაოსა და ახალ ზელანდიაში. აღნიშნული არ ეხება iPhone 8 Plus-სა და კომპანიის სხვა ვერსიებს.