საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა გუშინ, ემა ტუხიაშვილის თოქ-შოუში “შენების მოძრაობის” ლიდერსა და პრეზიდენტობი კანდიდატ დავით უსუფაშვილს. მისი თქმით, იმსახურებს თუ არა არჩევას სალომე ზურაბიშვილი სხვა საკითხია, მაგრამ ის მას ებრალება. უსუფაშვილის განმარტებით, მმართველ პარტიას და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთან ურთიერთობის არასწორი პოლიტიკა აქვს არჩეული, რაც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
“გულწრფელად მებრალება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღარ იცის, რა ქნას. ამბობს, ისევე წარმოუდგენელია, რომ „ოცნებამ” მე არ დამიჭიროს მხარიო, როგორც წარმოუდგენელია, რომ მე ვინმე სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარიო – ანუ აქ ყველაფერი ნათელია. ახლა ჩვენ ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ ეს პარტიები „ოცნებასთან“ შეუთანხმებლად უჭერენ მხარს ზურაბიშვილს. ეს არაფერ კარგს არ ემსახურება და ეს არ არის სწორი პოზიცია. თუ ამდაგვარი სპექტაკლებით ვიწყებთ ამომრჩეველთან ურთიერთობას, ხვალ რას უნდა ველოდებოდეთ – ამიტომ მებრალება ქალბატონი სალომე, რადგან ის არ იმსახურებს ამას, სხვა საკითხია იმსახურებს თუ არა ის არჩევას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.