ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგუაძე: “ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი 4 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტობის ინსტიტუტი და ამისთვის მარგველაშვილს მადლობას ვუხდი”

ყველაზე მეტად მე და ჩემს თანაგუნდელებს დაგვყწდა გული, როდესაც მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მე ვიცი არაერთი მიზეზი, რის გამოც მარგველაშვილი არჩევნებში არ მონაწილეობს. მე მის მოსაზრებას პატივს ვცემ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ადამიანების ღირსებების აღნიშვნა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ “მეტრონომთან საუბრისას განაცხადა.

“გიორგი მარგველაშვილთან ჩვენ “თავისუფალ დემოკრატებს” ძალიან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით უსუფაშვილს დავუჭირეთ მხარი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მარგველაშვილთან კონსულტაციები და საკმაოდ ღია ლაპარაკი. ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა, სულ მთლად მოულოდნელი არ იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო მარგველაშვილმა, ძალიან დამწყდა გული. თუნდაც იმის გამო, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ გაღარიბებულ პოლიტიკურ ველში არის ძალიან კულტურული, განათლებული ადამიანი, არის მოქმედი პრეზიდენტი და რა თქმა უნდა, ვისურვებდი დარჩენილიყო პოლიტიკაში და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ყველა ვართ ადამიანები და სხვადასხვა მოსაზრებებით ვხელმძღვანელობთ, როდესაც ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ. მე მინდა, მარგველაშვილს მადლობა გადავუხადო. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ის იყო ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა.

ძალიან ცუდია, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ გადაწყვეტილების გამო მას თავს დაესხა. ყველაზე მეტად მე და ჩემს თანაგუნდელებს დაგვყწდა გული, როდესაც მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მე ვიცი არაერთი მიზეზი, რის გამოც მარგველაშვილი არჩევნებში არ მონაწილეობს. მე მის მოსაზრებას პატივს ვცემ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ადამიანების ღირსებების აღნიშვნა. ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი 4 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტობის ინსტიტუტი და ამისთვის მადლობას ვუხდი”, – განაცხადა გოგუაძემ.

“თავისუფლების დემოკრატების” წევრის განცხადებით, მართალია, მარგველაშვილი ამომრჩევლების მობილიზებას უკეთესად შეძლებდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოქალაქეებზეა დამოუკიდებელი.

“მგონია, რომ რა თქმა უნდა, მოქმედი თანამდებობის პირს ამომრჩევლის მობილიზაცია უფრო მეტად შეუძლია. რაც შეეხება “ქართული ოცნების” შანსებს, ეს დამოკიდებული იქნება თითოეულ ჩვენგანზე, თითოეულ მოქალაქეზე. უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა – გვინდა დამოუკიდებელი პრეზიდენტი, გვინდა დამოუკიდებელი ინსტიტუტის მშენებლობა თუ იმიტირებული დემოკრატიის თამაში, რომ ვითომ სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც “ოცნება” ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს და ამ უნიჭო სპექტაკლში მივიღოთ მონაწილეობა. ყველანაირი შანსი მოქალაქეებზე არის დამოუკიდებელი.

საქართველოს მოქალაქეები ძალიან გაზრდილები არიან . ასე, რომ მათი იმედი მაქვს და მინდა მჯეროდეს, რომ “ოცნებას” ამ სიმულაციაში მოქალაქეები არ აყვებიან”, – განაცხადა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამავდროულად, “თავისუფალი დემოკრატების” მიერ მხარდაჭერილი დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და მის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას სთავაზობდა.

მმართველი გუნდის განცხადებით, მათ არ ეყოლებათ საკუთარი კანდიდატი და ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკოსს დაუჭერენ მხარს. ასეთად კი სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება.

იტვირთბა....