გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.
4 – 5 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 6 სექტემბერს დღის ბოლოს ზოგან გაწვიმდება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
3–6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.