ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, სოციალოგიური კვლევის იმ შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გამოკითხვაში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ლიდერობს. მისი თქმით, არანაირი პიროვნული კვლევა “ქართულ ოცნებას” არ ჩაუტარებია.
“ეს არის ნიკა გვარამიას ოცნება, სადაც რეალობას და ფაქტებს არანაირი ადგილი არ გააჩნია,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ეს ყველაფერი არის ფანტაზია კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა და მისი მესვეურების, რომ სასურველი გაასაღონ სინამდვილედ. არჩევნების ნოყიერ ნიადაგზე, ცხადია, კვლევები ტარდება, კონკრეტულად როგორი კვლევა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება მიიღოს, ან რა კრიტერიუმები იქნება ამოსავალი წერტილი, ამ ყველაფერზე 2018 წლის 8 სექტემბერს მიიღება გადაწყვეტილება და საზოგადოებას ეცნობება,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გაზეთი “მეტრონომი” უკვე თვეზე მეტია აწარმოებს მსგავსს ონლაინ-გამოიკითხვას, რომლის შედეგებიც ამ ეტაპისთვის ანალოგიურია. “მეტრონომის” კვლევის შედეგებითაც ამ ეტაპისთვის საპრეზიდენტო კანდიდატთა სიას გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები პირველმა რადიომ გამოაქვეყნა.