ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 წლის ბავშვი ქობულეთის რკინიგზის სადგურში ბაქანში ჩავარდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ქობულეთის რკინიგზის სადგურში მომხდარ ინციდენტს აღწერს. ინფორმაციას newsplus.com.ge ავრცელებს. როგორც ირკვევა, ახლაგაზრდა მამაკაცმა 5 წლის ბავშვი, რომელიც მატარებლის ბაქანში ჩავარდა, მისი ამოყვანა მოახერხა და საბედნიეროდ გადაარჩინა.

სოციალური ქსელის მომხმარებელი ქობულეთში, მატარებლის სადგურზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წერს, რა დროსაც 5 წლამდე გოგონა მატარებლიდან  ჩამოსვლისას ბაქანში ჩავარდა, მატარებელი კი წამებში უნდა დაძრულიყო. ამ დროს კი გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც წამებში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.

“განა მარტო პოლიციასა და ჯარში არიან გმირები! ახლახან გავხდი გმირობის ფაქტის შემსწრე ეს ბიჭი არის ირაკლი კვირკველია, ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსი, ნახევარი საათი ვეჩალიჩე, რომ ფოტოს გადაღებაზე დამეთანხმებინა. მატარებლიდან ჩამოსული 4-5 წლის გოგონა, კარებიდან 2-3 მეტრში, მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი.

ატყდა წივილ-კივილი, არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ბიჭი ამ არასამუშაო დღეს იქ და წამებში დაუფიქრებლად ჩახტა და ამოიყვანა ეს ბავშვი ახლაც მაკანკალებს ის სურათი რომ მახსენდება  ბავშვს არაფერი მოსვლია, თუ არ ჩავთვლით სტრესს. მშობლები ალბათ ისე დაიბნენ, არც კი იციან ვინ გადაარჩინა მათი შვილი, მე კი მომინდა ეს ამბავი თქვენთვისაც გამეზიარებინა” – წერს თამუნა ნეფარიძე.

newsplus.com.ge

იტვირთბა....