ჰოლანდიის პოლიციამ ესროლა ბრალდებულს, რომელიც ამსტერდამის მთავარ რკინიგზის სადგურზე ადამიანებს თავს დაესხა.
შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ასევე დაშავებულ ბრალდებულთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცხოური მედია იუწყება, რომ ბრალდებული დანით იყო შეიარაღებული.
არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტი ტერორისტულ აქტს. რკინიგზის სადგური ევაკუირებული არ არის.