ევროკომისიის წარმომადგენელის, ალექსანდერ ვინტერშტაინის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკომისიამ გააფორმა საქართველოსთან მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს“, – განაცხადა ვინტერშტაინმა.