ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ასეთი ადეკვატური გადაწყვეტილებებით განებივრებული არ ვყოფილვართ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მარგველაშვილი რაიმე მნიშვნელოვან ელექტორალურ შედეგს ამ არჩევნებში ვერ მიაღწევდა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„რამე მოულოდნელი ჩემთვის ამ გადაწყვეტილებაში არ არის. ვფიქრობდი და ალბათ თავად პრეზიდენტიც ასე ფიქრობს, რომ რამე მნიშვნელოვან ელექტორალურ შედეგს ამ არჩევნებში ვერ მიაღწევდა. მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით ადეკვატურია. მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მისი ასეთი ადეკვატური გადაწყვეტილებებით განებივრებული არ ვყოფილვართ” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

იტვირთბა....