საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება.
” ჩემი სამსახური იყო და იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“, – მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.