ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

არის თუ არა ცვლილება “რუსთავი 2”-ის მესაკუთრეთა სიაში: “მეტრონომმა” ინფორმაცია საჯარო რეესტრში გადაამოწმა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელთა სიაში ცვლილებაა. “მეტრონომი” შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას და აღმოჩნდა, რომ უშუალოდ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მფლობელთა სიაში ცვლილებები არაა, რასაც ადასურებს 17 აგვისტოს გაკეთებული ბოლო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის შპს “ტელეკომპანია საქართველო”. ამ უკანასკნელ კომპანიის მესაკუთრეთა ბოლო ამონაწერში წილის 50 პროცენტის მფლობელად ნამდვილად არის დაფიქსირებული ვინმე ნიკოლოზ ნაყოფია (როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ის არის დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი).

 

იტვირთბა....