ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთი-ბათუმის გზაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია

ქობულეთი-ბათუმის ახალ დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ქობულეთის საავადმყოფოში მოინახულეს.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში 8 მგზავრი გადაიყვანეს. 5 პაციენტს, რომელთა შორის ორი ბავშვია, ჩაუტარდა ამბულატორიული მომსახურება და მედიკოსების გადაწყვეტილებით, კლინიკა უკვე დატოვეს. მოზარდები სომხეთიდან აჭარაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. დაწესებულებაში რჩება 3 პაციენტი – სომხეთის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე. ერთ-ერთს დაუდგინდა მხრის ძვლის ამოვარდნილობა”- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის  წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

იტვირთბა....