დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვევა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც ერთობლივად ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
„ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე, ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ. ეს კი, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მთავარ მიზანზე – საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.