ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის უფლებამოსილება შინაარსობრივად ისე გაანახევრა, რომ მისი თქმით, ალბათ სიტყვა “პრეზიდენტის” განახევრებასაც აპირებენ:
“პარლამენტმა პრეზიდენტის უფლებამოსილება შინაარსობრივად გაანახევრა. ახლა, ალბათ აპირებენ სიტყვა “პრეზიდენტი”-ს განახევრებასაც. პირველ ნახევარს ტოვებენ და კანდიდატსაც შესაბამისს ეძებენ…არ უნდა იყოს წესით ძნელი მოსაძებნი”- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წარდგენაზე, რამაც ექსპერტებისა და სხვადასხვა პოლიტიკური წრეების გაღიზიანება გამოიწვია.