“აქ პროპაგანდა არაფერს შუაშია. აქ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებას რის გამო დაარღვევ- ეს იქნება ლგბტ თემის კუთვნილების გამო, პოლიტიკური კუთვნილების გამო, თუ რელიგიური კუთვნილების გამო – რა მნიშვნელობა აქვს. ყველა ფორმის ძალადობა ძალადობაა. გურამმა დაიცვა პოზიცია და გურამმა თქვა მკაფიო არა ნებისმიერი ტიპის ძალადობის მიმართ. ისევე, როგორც გურამი, მე ვუერთდები გურამს და მეც ვამბობ არას ნებისმიერი ძალადობის მიმართ, ეს შეიძლება იყოს ლგბტ თემის წევრის მიმართ განხორციელებული თუ სხვა. ეს ჰომოფობია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში” – აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.