ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი საშუალება შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სააპელაციო კომისიაა”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან დავალიანების დაფარვა მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია. ამის შესხებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრა.

როგორც ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახლა უკვე უნივერსიტეტმა უნდა დაიცვას პროცედურები, რაც სააპელაციო საბჭოსთვის მიმართვას გულისხმობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია უნივერსიტეტის მხრიდან ამ დავალიანების დაფარვა, რომელსაც მივესალმებით. ამის შესახებ უკვე თვითონ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს პროცედურა. ჩვენ ვალდებული ვართ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე დავიცვათ ეს პროცედურები. ავტორიზაციის საბჭო არის დამოუკიდებელი, ექსპერტებისგან შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების გადახედვის ერთადერთი კანონიერი საშუალება სააპელაციო კომისიაა, სადაც უნივერსიტეტმა უნდა წარადგინოს თავისი მასალები. სააპელაციო კომისიის შემდეგ უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს ისევ ავტორიზაციის საბჭოს. ეს ყველაფერი კანონით არის განსაზღვრული. ეს არის კანონის გზა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ რაც შეიძლება სწრაფად სტუდენტების ინტერესები. ის, რომ პროცედურა დაირღვეს, ეს გამორიცხულია. უფრო მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა უფრო აქტიურად იმუშავოს სააპელაციო კომისიასთან, წარადგინოს ყველანირი მასალები და მტკიცებულებები“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა – 712 000 ლარის ოდენობით რამდენიმე დღის წინ დაფარა.
როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდ

იტვირთბა....