ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან მაკკეინის დაკრძალვაზე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე დასმული შეკითხვას, რომელიც ეხებოდა  ქართული დელეგაცია ჩასვლას მაკკეინის დაკრძალვაზე, უპასუხა რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური  წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ჯონ მაკკეინი გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს, შუადღისას, მივდივარ ამერიკის საელჩოში და ამასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....