ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის 29 აგვისტოდან”, – აღნიშნულია განკარგულებაში.

იტვირთბა....