პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში უზენაესეი სასამართლოს თვმჯდომარის დანიშვნასთნ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“მე ის კი არ მაინტერესებს ერთმანეთთან ურთიერთობაში ვინ მტყუანია და ვინ მართალი, მე მაინტერესებს, პრეზიდენტის და პარლამენტის სწორი ურთიერთობით ჩვენ მივიღოთ სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც ექნება მაღალი ნდობა.
სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენა არის პრეზიდენტის ვალდებულება და არა უფლება.
მე ვკითხულობ კონსტიტუციას, რომელიც ცალსახად მეუბნება, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კანდიდატურის არ წარდგენას“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.