ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შავი ზღვის უნივერსიტეტმა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა გადაიხადა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო დავა მიმდინარეობს, გადაიხადა.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ აცხადებს, თანხის გადახდა დღეს იმ მიზნით მოხდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საშუალება მისცეს.

მისივე თქმით, თანხის გადახდის მიუხედავად, სახელმწიფოსთან ფინანსურ დავას მაინც გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა

იტვირთბა....