მწვავე შეკითხვა დაუსვა სტუდენტმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, რომელსაც ტაში მოჰყვა: ”ორი დღეა აქ ხართ და თქვენ ამბობთ რომ აფხაზეთსა და ცხინვალში სიტუაცია უსამართლობა, თუმცა, თქვენ არ გითქვამთ რომ ეს არის ოკუპაციაა – რატომ არ იყენებთ ამ ტერმინს?”
“არა, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ეს არის ჩემი პასუხი. მე ვთქვი რომ ეს ოკუპაციაა. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს არის უდიდესი, უხეში უსამართლობა”, – განაცხადა მერკელმა, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.