ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, რომელიც რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად”

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ეს გახსნილად უნდა ვთქვათ

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, გერმანიის ურყევი მიზანია, საქართველო ახლოს იყოს ევროპასთან.

„ჩვენ ვხედავთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რაც ხდება. გერმანიის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და კვლავინდებურად იქნება პერსპექტივაზე ორიენტირებული და ის, რომ თქვენ კვლავინდებურად ახლოს იყოთ ევროპასთან, ეს არის ჩვენი ურყევი მიზანი“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუდენტის კითხვას, რატომ არ უწოდებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ განვითარებულ მოვლენებს ოკუპაციას უპასუხა, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და მან თქვა, რომ ეს არის ოკუპაცია.

„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

იტვირთბა....