DFWATCH.NET-ის ინფორმაციით თავში ჭიქის ჩარტყმის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ვიტალი გაბნია თანამდებობიდან გადადგა.
„იძულებული ვარ, გადავდგე, რათა ღირსება დავიცვა. ეს პოლიტიკასთან კავშირში არ არის. გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან არ შემიძლია, დავიცვა ჩემი უფლება და ჩემი ღირსება ასეთ მაღალ თანამდებობაზეც კი” – თქვა ვიტალი გაბნიამ.
შეგახსენებთ, რომ ვიტალი გაბნია ამ ტანამდებობაზე 2014 წლის სექტემბრიდან იყო.