იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის გადადგომას ეხმაურება.
თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მან საკუთარი ნებით მიიღო, თუმცა მინისტრი მიზეზებზე ვერ საუბრობს.
„მიზეზები ჩემთვის უცნობია, მე ვიცი რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თავის თანამდებობა.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს “ქართული ოცნების” გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყოველ მომენტში პირველივე დღიდანვე,“-აცხადებს წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა. ოფიციალური განმარტება ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.