ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში სუპერ მნიშვნელოვანია”

შენების მოძრაობის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი, ტელეკომპანია “პირველ”-ის  ეთერში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის პროცედურებს გამოეხმაურა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია ამ პოსტზე სათანადო კალიფიკაციის მქონე პირი დაინიშნის.

“მე როგორც მოქალაქე მოვითხოვ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტისგან გიორგი მარგველაშილისგან  და მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩემს ქვეყანას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შეურჩიონ სათანადო კვალიფიკავიისა და ავტორიტეტის მქონე ადამიანი, რომელიც სათანადო გზით მოხვდება ამ თანამდებობაზე. კანდიდატი უნდა იყო საკმარისად მყარად მჯდომი თავის სკამზე, საკმარისი ავტორიტეტით და იმ წინაპირობებით, რომ  გააჯანსაღოს პროცესი” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტზე საქართველოში.

როგორხ მან აღნიშნა კანცელრის ვიზიტი საქართველოში სუპერ მნიშვნელოვანია.

“მერკელის პუტინთან შეხვედრისას რომ საქართველოს საკითხზე საუბარი არ იყო ეს საქართველოს მთავრობის დამსახურებაა. დღევანდელ მსოფლიოში, დღვანდელი საქართველო ისეთ ვითრებაშია, რომ არათუ კანცლერის ვიზიტი, არამედ გერმანიის პარლამენტის თითოეული წევრის ვიზიტი მნიშვნელოვანია.  ეს ვიზიტი არის სუპერ მნიშვნელოვანი.  უნდა დავინახოთ რა ტუმბულენტური გამეროა ჩვენს რეგიონში. ამ ვითარებაში საქართველოს მართებს სუპერ აქტიურობა, რადგან ჩევნი საკითხები აღმოჩნდეს დღის წესრიგში. გერმანია რეალისტურადაა განწყობილი. ისინი ძალინ ხშირად მწარე სიმართლეს გვეუბნება. ჩვენ ეს ყველაფერი უდა მივიღოთ რეალობად და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მოლაპარაების მაგიდაზე საქართველოს საკითხი მოწინავე პოზიციაზე იყოს და განიხილებოდეს” – აღნიშნა შენობის მოძრაობის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა.

იტვირთბა....