სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა გახდა იოსებ გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი.
იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა.