მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილი გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე საუბრობდა რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული რამაზ მარგოშვილი იყო მისი მეზობელი
“დღეს კიდევ ერთხელ დაიკითხება მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. წინა გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყების მხრიდან კითხვები შეეხებოდა უკვე მსჯავრდებულ პირებთან კომუნიკაციას და ურთიერთობას. მაშინ გამომძიებლებმა თქვეს, რომ კიდევ ჰქონდათ კითხვები, თუმცა რა ტიპის კითხვებია, ეს არ ვიცით. მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე საუბრობდა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული რამაზ მარგოშვილი იყო მისი მეზობელი. ასევე ბორზიევთან და ახმადოვთან ჰქონდა გარკვეული ნაცნობობა, თუმცა მათ ხეობაში სხვა სახელით იცნობდნენ.
რაც შეეხება პოზიციას საგამოძიებო ორგანოს ვკითხეთ თუ რატომ გახდა ახლა საჭირო გამოკითხვა მაჩალიკაშვილის. მათ სამართლებრივი პასუხი არ გაუციათ და თქვეს, რომ გამოძიება გრძელდება”, – განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.